ICER-ი წარმოადგენს  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს,  იდეების ლაბორატორიას რომელიც ახორციელებს პროფესიულ კვლევებსა ადვოკატირებას ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური პოლიტიკის და პოლიტიკური სტრატეგიის  მიმართულებით.

ICER-ის ინტერესის ძირითადი სფეროა განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკათა კვლევა ფინანსური და მონეტარული პოლიტიკის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, საინვესტიციო გარემოს, ფინანსური ბაზრების, საბანკო სისტემის და ინსტიტუტების კუთხით.

ICER-ის მისიაა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება თავისუფალი ეკონომიკის, სახელისუფლო ინსტიტუტების ოპტიმიზაციის, საჯარო პოლიტიკის სფეროში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის გზით